Phone :  +995 568 80 33 07    Email: info@ingenio.ge 
                                                                                                                 
http://www.ingenio.ge/images/Resurses/Uslugi.jpg
შენობის ავტომატიზაცია, მონიტორინგი და მართვა «BMS»

შ.ა.მ.ს. - შენობის ავტომატიზირებული მართვის სისტემა, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც აბრევიატურა BMS (Building Management System). BMS პირობითად იყოფა ორ ტიპად: განკუთვნილი კერძო სახლების/ბინების მართვისთვის (Home Automation) და განკუთვნილია ადმინისტრაციული შენობების -საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, ბიზნეს-ცენტრების, სავაჭრო ცენტრების, საავადმყოფოების და მისთ. მართვისთვის (Building Automation) BMS მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორიცაა:
• საზოგადოებრივი ვენტილაციის სისტემა
• გათბობის სისტემა • გაცივების სისტემა
• გაზ- და წყალმომარაგების სისტემა
• ელექტროკვებისა და განათების სისტემა
• უსაფრთხოების სისტემა
BMS იძლევა უმრავლესი რუტინული პროცესის ავტომატიზაციის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს: - საიმედოობას, ადამიანური ფაქტორის შემცირების წყალობით მოულოდნელი დაზიანებების რისკი შესამჩნევად მცირდება; - ეფექტურობას - BMS ახდენს საინჟინრო სისტემების მუშაობის ოპტიმიზაციას, რაც საბოლოოდ იძლევა მაქსიმალურ შესაძლო ეფექტურობას; - დაზოგვას - ენერგომომარაგების , წყალ- და გაზმომარაგების, გათბობის და კინდიცირების სისტემების მუშაობის ოპტიმიზაცია იძლევა გამოსაყენებლი რესურსების მნიშვნელოვანი დაზოგვის შესაძლებლობას; - კომფორტს - BMS უზრუნველყოფს კომფორტს არა მხოლოდ შენობის მფლობელებისთვის (მართვის კუთხით), არამედ საბოლოო მომხმარებლებისთვისაც (გამოყენების კუთხით). ინტელექტუალური შენობების ფუნქციონალი ბევრად მდიდარია , ვიდრე „ძველ ყაიდაზე“ მოწყობილი შენობების; - ოპერატიულობა - BMS-ში ინტეგრირებული უსაფრთხოების ავტომატური სისტემები იძლევა ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების შესაძლებლობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ბელიაშვილის ქ 149
თბილისი საქართველო
+995 568 80 33 07

info@ingenio.ge