Phone :  +995 571 00 85 66    Email: info@ingenio.ge 
                                                                                                                 
http://www.ingenio.ge/images/Resurses/Uslugi.jpg
გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება

გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება (გ.ვ.ჰ.კ.) — შიდა შენობებში ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის და ქიმიური შემადგენლობის პარამეტრების მოცემულ ფარგლებში შენარჩუნების ტექნოლოგია (კლიმატ-კონტროლი). გ.ვ.ჰ.კ. სისტემა —სამრეწველო და ადმინისტრაციული შენობების, ასევე აუზების შემუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტია, სადაც ტემპერატურისა და ტენიანობის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შენარჩუნება ხდება გარედან ჰაერის მიწოდების მეშვეობით. წარმოადგენს თანამედროვე ჭკვიანი სახლის უცვლელ ატრიბუტს. მიკროკლიმატის მართვის ძირითადი ამოცანებია: ადამიანისთვის, მცენარეებისთვის, ცხოველებისთვის ან მატერიალური საგნებისთვის (მოწყობილობისთვის, ხელოვნების ნაწარმოებებისთვის და ა.შ.) კომფორტული მიკროკლიმატის შექმნა შენობა-ნაგებობის ფარგლებში, მიკროკლიმატის შექმნასა და შენარჩუნებაზე დასახარჯი ენერგიის დაზოგვა. მიკროკლიმატის მართვა ხორციელდება შემდეგი საინჟინრო სისტემების მეშვეობით: თბილი იატაკები (ელქტრული და წყლის), რადიატორები, ფანკოილები, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, ჰაერის დამატენიანებლები და იონიზატორები და ა.შ. ამიტომ კლიმატის მართვის კომპლექსური სისტემისთვის (კლიმატ-კონტროლისთვის) დგება ყველა ამ მოწყობილობის აწყობილი მართვის უზრუნველყოფის აუცილებლობა. მიკროკლიმატის მართვის სისტემის გამართული მუშაობისას საინჟინრო სისტემების სხვადასხვა ელემენტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს მოცემული შენობის ან ნაგებობის ფარგლებში. მოწყობილობის სწორად დაყენებული მართვისას მოწყობილობები სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირად მოქმედებენ: დახურული და გაღებული ფანჯრების, შენობაში ადამიანების ყოფნის ან არყოფნის, დღე-ღამის დროის და კვირის დღეების (გამოსასვლელი, სადღესასწაულო/სამუშაო დღეები) სხვადასხვა პერიოდებში, ენერგომატარებლების ტარიფიკაციის ცვლილებების შემთხვევებში და ა.შ. ამის გარდა თანამედროვე შენობაში შესაძლებელია კლიმატის დისტანციური მართვა ინტერნეტის ან ფიჭური კავშირგაბმულობის მეშვეობით, ან დისპეჩერის კომპიუტერიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია

ბელიაშვილის ქ 149
თბილისი საქართველო
+995 571 00 85 66

info@ingenio.ge