სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა
სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა (ს.ს.ს.) - ეს არის შენობების ჯგუფის უნივერსალური საკაბელო სისტემა, რომელიც განკუთვნილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისთვის რესტრუქტურიზაციის გარეშე. ს.ს.ს. შეუძლია ჩაანაცვლოს შენობის/შენობების მთელი საკაბელო სისტემა.
ს.ს.ს. უნივერსალობა მდგომარეობს მის სხვადასხვა სისტემებში გამოყენებაში:
კომპიუტერული ქსელი;
სატელეფონო ქსელი;
დაცვის სისტემა;
სახანძრო სისტემა;
სხვა.
ს.ს.ს. - მოიცავს შენობის მთელ სივრცეს, აკავშირებს ინფორმაციის გადაცემის საშუალებების ყველა წერტილს, როგორიცაა: კომპიუტერები, ტელეფონები, დაცვისა და სახანძრო სიგნალიზაციის სენსორები, ვიდეოთვალთვალის და წვდომის კონტროლის სისტემები. ყველა ამ საშუალების უზრუნველყოფა ხდება შენობის საერთო სისტემაში შესვლის ინდივიდუალური წერტილით. თითოეული საინფორმაციო როზეტის ცალკეული ხაზები აკავშირებს შესვლის წერტილებს სართულის საკომუტაციო შესასვლელთან და ქმნის ჰორიზონტალურ საკაბელო ქვესისტემას. ყველა სართულის საკომუტაციო კვანძები უკავშირდება ერთმანეთს სპეციალური მაგისტრალებით შენობის საკომუტაციო ცენტრში. აქვე გამოდის გარე საკაბელო მაგისტრალები შენობის გლობალურ საინფორმაციო რესურსებთან დასაკავშირებლად, როგორიცაა ტელეფონია, ინტერნეტი და ა.შ. ასეთი ტოპოლოგია იძლევა შენობის მთელი სისტემის მართვის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს სისტემის მოქნილობას და სიმარტივეს.